ლონდონში გიგანტური არსება ადნობს მანქანებს, წვავს ველოსიპედის დასაჯდომებს და
ალში ახვევს ტროტუარებს, თუმცა ეს გოძილა როდია.   ყოველივე ამის მიზეზია ლონდონის ცენტრში, ფენჩარჩის ქუჩაზე მდგებარე 38 სართულიან ცათამბჯენი მეტსახელად „walkie-talkie “(რაცია).

შუშით მოპირკეთებული შენობის ანარეკლი იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ხალხმა ცათამბჯენს ახალი სახელი, „სასიკვდილო სხივი“ შეარქვა.

ამჟამად ეს 300 მილიონ აშშ დოლარად შეფასებული შენობა კიდევ ერთხელ თესავს ქაოსს ლონდონის ქუჩებში.  ამჯერად ქარის ნაკადი შენობის ძირში იმდენად ძლიერია, რომ ადამიანებს ჰაერში წევს, მიმდებარე სახლების აბრებსა და დაფებს კი გლეჯს.

„თითქმის უკან გადამისროლა ქარმა, როდესაც შენობას ჩავუარე, როგორც კი შენობის კუთხემდე მივაღწიე, ქარი ჩადგა.  შემეშინდა უკან დაბრუნება“ – ამბობს მიმდებარე მაღაზიის ერთ-ერთი გამყიდველი.

ამ ქუჩიდან მომავალი ქარი იმდენად ძლიერია, რომ იძულებული ვართ კარები და ფანჯრები დავკეტოთ, რომ ტანსაცმელი არ გაგვიფრინდეს“ ამბობს მეორე გამყიდველი.

ამ მოვლენას ქვედა მიზიდულობის ეფექტი ქვია.  როდესაც ქარი დიდ შენობას ეჯახება, მას წასასვლელი არსად აქვს, ასკდება ზედა და ქვედა მხარეებს, შემდეგ კი გვერდებს.  ჰაერი, რომელიც ქვემოთ განიდევნება, ქმნის ქარის გვირაბს შენობის ძირში.  შედეგად კი მნიშვნელოვნად იზრდება ქარის სიჩქარე ქუჩაზე.

16317953116_64562a2864_o

„რაცია“ შარშან გაიხსნა, იგი 64 100  კვადრატული მეტრის ფართობის ოფისებს, ხოლო სახურავზე კი დიდ ბაღს იტევს.  შუშა შენობის ბოლომდე ადის, რის გამოც შეზნექილი სარკე გიგანტური გამადიდებელი შუშის ეფექტს ქმნის.

2011 წელში, როდესაც მშენებლობა დაიწყო, ხალხი ჩიოდა, რომ სასიკვდილო სხივები ადნობდა ტროტუარებს და მანქანებსაც კი.

ap_962273108562

შარშან მშენებლებმა „რაციას“ მზის საწინააღმდეგო საჩრდილეები დაუყენეს და პრობლემაც გადაიჭრა.  თუმცა, მზის სხივებს მოჰყვა ქარი.  ქვედა მიზიდულობის ეფექტი, რაც ამასწინათ შენიშნეს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, მშენებლებისთვის დიდი მოულოდნელობა იყო – საძირკვლის ჩაყრამდე არც სხივებსა და არც ქარს არავინ მოელოდა.

ap_687786930611

 

ცათამბჯენების პროექტების ტესტირება ქარის გვირაბებში მიმდინარეობს, იმისთვის რომ გამოირიცხოს სტრუქტურის დაზიანება.  ახლა კი არქიტექტორები უკვე ყურადღებას ამახვილებენ შენობების მიერ შექმნილი ქარის ნაკადების შედეგების შერბილებაზე.

მზისგან დამცავმა საჩრდილეებმა ლონდონელები სასიკვდილო სხივისგან იხსნა, მაგრამ ქარის გვირაბი კი კვლავაც ხელს უშლის მათ მშვიდ ცხოვრებაში.

14614576365_ccf0be5bb3_o


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...