სააგენტო “ფოსტალიონს” ნათია გელაშვილი დაუკავშირდა და გვთხოვა მისი გასაჭირი მკითხველისთვის მიგვეწოდებინა. ახალგაზრდა დედა შვილის გადარჩენის იმედს ახლა მხოლოდ ხალხში ხედავს და სჯერა, რომ როცა საზოგადოება პატარა ნიკოლოზის ამბავს შეიტყობს, არ დარჩება გულგრილი.

ნიკოლოზ ჯანელიძე დაიბადა წელს ქვევით პარეზით(მგრძნობელობა დაკარგული) .დაბადებისთანავე გადაყვანილი იქნა მ.იაშვილის კლინიკაში, სადაც 17 დღისას ჩაუტარდა პირველი ოპერაცია ხერხემალზე და დაესვა დიაგნოზი “ზურგის ტვინის სიმსივნე მუცლის ღრუში გავრცელებით”, კლინიკური დიაგნოზი ტერატომა უმწიფარი ქსოვილი ანუ ავთვისებიანი. დაიგეგმა 2 ოპერაცია მუცლის ღრუში 3 თვის ასაკში.

„ 2 საათიანი ლოდინის შემდეგ ბავშვი გამოიყვანეს მომაკვდავი, გაშავებული და ექიმების შემდგომი პასუხი იყო ასეთი-მოგეხსენებათ თქვენი შვილის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, ბავშვი 1 თვეზე მეტს ვერ იცოცხლებს, რადგან ავთვისებიანია სიმსივნე და მზარდი, ქიმია დავიწყოთ, სადამდეც გაძლებსო-უარი ვთქვით ამ ყველაფერზე და თურქეთში გავგზავნეთ საბუთები, საიდანაც მოვიდა პასუხი, რომ საჭირო იყო მკურნალობისთვის 32 ათასი დოლარი. 20 ათასით დაგვაფინანსეს, დანარჩენი ყუთებით, კონცერტებით, „პროფილში“ სიუეჟეტის გასვლით ხალხის დახმარებით ავაგროვეთ და წავიყვანეთ. 12 საათიანი ოპერაციის შემდეგ, რომელიც ზურგზეც და მუცელზეც ჩატარდა ერთდროულად გადამირჩინეს ბავშვი და სიმსივნის პასუხიც კი მოვიდა, კეთილთვისებიანი ანუ მომწიფებული ტერატომა! ამჯამად ნიკოლოზი არის 2 წლის და 6 თვის, მას სიმსივნისგან დაზიანებული აქვს ცენტრალური ნერვული არხი, რის გამოც მგრძნობელოა არ აქვს და ასევე აქვს სქოლიოზის მძიმე ფორმა 70 გრადუსიანი გადახრით. ამის გამო ნიკას თურქეთში 6 თვეში ერთხელ ესაჭიროება წასვლა კორსეტისა და კონსულტაციიისთვის. კორსეტი არის პლასტიკური, რომელიც მხოლოდ რეაბილიტაციის დროს უხდება!

სახელმწიფო 1 ლარსაც არ გვიფინანსებს, რომ კორსეტი გამოვცვალოთ, რადგან აქაური ექსპერტი ამბობს, რომ თაბაშირიც შეიძლება გაკეთდეს ან მიმსგავსებული, ოღონდ საქართველოში. თაბაშირის კორსეტი ნიკასთვის არაფერ შედეგს არ მოიტანს, თან შეუძლებელია 10 წლამდე გაუხდელად ეცვას. გთხოვთ, გემუდარებით დამეხმარეთ, რომ ნიკა წავიყვანო სადაც გადამირჩინეს და დღემდე შედეგიანი მკურნალობა შედეგით დასრულდეს“-ამბობს ჩვენთან საუბრისას ბავშვის დედა ნათია გელაშვილი.

დახმარების მსურველებს შეგიძლიათ დაურეკოთ ქალბატონ ნათიას, ან გადარიცხოთ თანხა. დედა მხოლოდ მკურნალობის 2045 დოლარს ითხოვს, გზის ფულს ხელგაწვდილი ვიშოვიო ამბობს. ნიკას სახელზე გახსნილია ანგარიში: საქართველოს ბანკი ლარის ანგარიში: GE21BG0000000322946800 მიმღები: ნიკოლოზ ჯანელიძე საკონტაქტო ტელეფონის ნომერი: 558 252965 – ნათია გელაშვილი (დედა) P.S. ოჯახმა ბავშვის მკურნალობისთვის ყველაფერი გაყიდა, ახლა ქირით ცხოვრობენ და როგორც ნათია ამბობს, არც სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვთ, რადგან მათ სახელზე გადარიცხვები ფიქსირდებოდა.


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...