„გლობალური კვლევების ცენტრის” ხელმძღვანელი ნანა დევდარიანი აცხადებს, რომ „ანტიდისკრიმინაციულ კანონში” ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ არაფერია ნათქვამი, ხოლო ის, რომ ადამიანების დისკრიმინაცია არანაირი ნიშნით არ შეიძლება, ეს 1995 წლიდან კონსტიტუციაში წერია. მისივე თქმით ვერ წარმოიდგენია საქართველოში ისეთი ძალა, რომელიც ერთსქესიანთა ქორწინების კანონს ხელს მოაწერს.

„დღეს საქართველოში ვერ წარმომიდგენია პოლიტიკური ძალა, რომელიც თვითმკვლელობას ჩაიდენს და ქვეყანაში ერთსქესიანთა ქორწინებას დააკანონებს. მაშინ ერთდროულად უნდა დაუპირისპირდე როგორც მართლმადიდებლებს, ისე მუსლიმანებს, იუდეველებსა და ქრისტიანული კონფესიების უმრავლესობას. თვითონ ამერიკაშიც იქაურმა ქრისტიანებმა განაცხადეს – ღმერთის დაკანონებულია ის, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის კავშირი და ამას ვერ შეცვლის ვერანაირი მიწიერი სასამართლო!” – განაცხადა დევდარიანმა.


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...