ბათუმში ლიტერატურული ფესტივალი -“ინსომნია” იწყება. ფესტივალის ფარგლებში ექსპერიმენტში მონაწილეებს სათითაოდ ჩაკეტავენ მტელი ღამის განმავლობაში წიგნის მაღაზიაში, სადაც ჩაკეტილმა მოთხრობა უნდა დაწეროს. ნინო ჭინჭარაული ექსპერიმენტის პირველი მონაწილეა.
-„ძალიან საინტერესო ექსპერიმენტში ვიღებ მონაწილეობას . ლიტერატურული ფესტივალის-“ინსომნია”ს ფარგლებში წიგნის მაღაზიაში უნდა ჩამკეტონ ერთი ღამით სულ მარტო,სადაც შევეცდები დავწერო მოთხრობა ფენტეზის, ჰორორის,საი-ფაის ან მისტიკის ჟანრში“-ამბობს ნინო.
მონაწილეთა მაღაზიაში ჩაკეტვის გრაფიკი ასეთია:577-22-33-88
1. ორშაბათი – ნინო ჭინჭარაული
2. სამშაბათი – თემუკა ზოიძე
3. ოთხშაბათი – თინათინ მანია
4.ხუთშაბათი – თაკო ფოლადაშვილი
5. პარასკევი – ქეთი მეფარიძე
6.შაბათი – გიორგი ვაჩნაძე
7. კვირა – დავით ბალიაშვილი
როგორც ორგანიზატორები ამბობენ, მსურველებს შეუძლიათ მთელი ღამის განმავლობაში ადევნონ თვალი წერის პროცესს, ლაივსტრიმის მეშვეობით. შექმნილია სპეციალური გვერდი https://www.facebook.com/pages/%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%90/270107989794995
უძილო ლიტერატურული ღამეები ბათუმში დღეს საღამოს 11 საათზე იწყება. წარმატებებს ვუსურვებთ მონაწილეებს.


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...