კონტროლის პალატის ყოფილი უფროსის, სულხან მოლაშვილის განაცხადებით, საქართველოში რამდენიმე მობილური ჯგუფი ემზადება პოლიტიკური აქტივობისთვის.

” სააკაშვილის ემისრების, სააკაშვილის მიერ დაქირავებული ფინანსური საშუალებებით ,  ამ მობილურმა ჯგუფებმა საჭიროების შემთხვევაში უკვე აპრობირებული, ნავარჯიშები, ტრეინინგგავლილი მეთოდები უნდა გამოიყენონ . მაგალითად გაისმა ასეთი ფრაზა ” ერთ დილით რომ გავიღვიძებთ, ყველა სადარბაზოსთან უნდა იყოს წარწერა “წაეთრიეთ”, მეორე დილთ რომ გავიღვიძებთ, უნდა იყოს პატარა სანთლებით დანთებული წარწერები “წადით, წადით, დაგვანებეთ თავი” …  აქტიურობა, პოლიციელების ტანსაცმლის საღებავებით დასვრა, მათი პროვოკაციებზე გამოწვევა და ა.შ.  

არის 2 სრულიად განსხვავებული ჯგუფი. ერთი არის ჩემი ნათესავის ჯგუფი. ის მზად არის, ჩვენებაც მისცეს , რომ მასთან მივიდნენ და შესთავაზეს ასეთი თანამშრომლობა ფულის სანაცვლოდ. მეორე სრულიად განსხვავებული. ეს ჯგუფები არც კი იცნობენ ერთმანეთს. სწორედ ეს გავაჟღერე სტუდია რეპორტიორის პრესკონფერენციაზე და მინდოდა მისულიყო იმათ ყურამდე, ვისაც ეგების. ეს ყველაფერი გამიზნულია ცენტრალური ხელისუფლების დისკრედიტაციის, ქვეყანაში პროცესების საარჩევნოდ არმიყვანისთვის, რათა არჩევნები არ ჩატარდეს, ან ჩატარდეს ისეთ კრიტიკულ, დაძაბულ და კრიზისულ ვითარებაში, სადაც ძალიან ძნელი იქნება შავისა და თეთრის გარჩევა. სადაც ნერვები იქნება უკიდურესობამდე დაძაბული და  უბრალო პროვოკაციაც შეიძლება გახდეს რამე საშინელების საგანი. “


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...