თბილისში სამი დღეა ტარდება ფორუმი რომლის სახელწოდებაც არის „ეკა“, ევროპა_ კავკასია _აზია. ფორუმზე დასასწრებად სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოვიდა 150-მდე ადვოკატი. ღონისძიება სასტუმრო     „შერატონში“ გაიმართა. გუშინ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი, ზაზა ხატიაშვილი. „ფოსტალონი“ ფორუმის ამ ნაწილს დაეწრო და  შემდგომ, მის ერთ-ერთ ორგანიზატორს ესაუბრა.

IMG_8097

.

IMG_8093

 

  ალექსანდრე ბოლქვაძე, ადვოკატი, იურიდიული ფირმა „BLC“-ს წარმომადგენელი:

_ ეს არის სერთაშორისო ფორმატის მეათე ფორუმი და ჰქვია „ეკა“, ევროპა _კავკასია _აზია. ამ რეგიონებიდან თბილისშო ჩამოსულია 150-მდე იურისტი-ადვოკატი. ეს ღონისძიება ისეთი მასშტაბური გახდა, ამის შემდგომ „ეკას“ ფორუმების ხელმძღვანელობას გააგრძელებს საერთაშორისო ადვოკატთა ასოციაცია. აქამდე მას ხელმძღვანელობდა უკრაინული იურიდიული ფირმა.

IMG_8108

ფორუმი წელიწადში ერთხელ, სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება. სტუმრები, რომლებიც ძირითადად იურიდიული ფირმების მფლობელები ან წარმომადგენლები არიან, ეცნობიან მასპინძელი ქვეყნის სამართლებრივ გარემოს _ თუ რამდენად არის ის მიმზიდველი ბიზნესისთვის, როგორი კანონებია ამ ქვეყნებში. ეს ინფორმაცია შემდგომ მიაქვთ თავიანთ კლიენტებთან _ საერთაშორისო კომპანიებთან და მათ მიერ ჩატანილი ამბიდან გამომდინარე, ისინი წყვეტენ ჩადონ თუ არა ამ ქვეყანაში ინვესტიცია. მეათე საიუბილეო ფორუმი საქართველოში ტარდება და ეძღვნება ჩვენს ქვეყანას, მის ლტოლვას, რომ გახდეს ევროპული სახლის წევრი.

  _ თუ რა შთაბეჭდილება შეექმნათ სტუმრებს ჩვენს ქვეყანაზე, სიტყვაში გამოსვლების დროს არ ამბობენ?  

_ ძირითადად მიდის საუბარი იმაზე, საინვესტიციო გარემო საქართველოში კარგია თუ არა, როგორი კანონმდებლობა არსებობს, ქართული კანონმდებლობა რის საფუძველზე განვითარდა, უკეთესობისკენ იცვლება თუ უარესობისკენ და ა.შ. ისინი ამ დეტალებს მიმოიხილავენ. გამომსვლელები არიან სახელმწიფო სექტორებიდან და ამის შედეგად ექმნებათ ფორუმის წევრებს შთაბეჭდილება არსებულ მდგომარეობაზე. მთავრობის წევრებიც ესწრებიან ამ ფორუმს. მაგალითად დღეს სიტყვით გამოვიდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ქეთი ბოჭორიშვილი, ასევე სამართლის რამდენიმე პროფესორი, ადვოკატები.. ამ თვალსაზრისითაც კარგი ღონისძიებაა. ფორუმი საბოლოოდ ემსახურება იმას, რომ საქართველოში ჩამოვიდნენ ამ ადვოკატების კლინტები და ჩადონ ფული. როგორც ცნობილია, დიდი კომპანიები საკუთარ იურისტებს ეუბნებიან, რომ სხვადასხვა ქვეყნებში გაარკვიონ რა მდგომარეობაა და ინვესტიცია რომ ჩადონ, არის თუ არა ამისათვის ხელსაყრელი პირობები? იმედია ამ ფორუმის შემდგომ ისინი იტყვიან, რომ საქართველოში ინვესტიციების ჩადებას უნდა მიესალმონ, ინვესტორები არ დაზარალდებიან, ფულს არ დაკარგავენ და ა.შ.

_ ფორუმის წევრებმა მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მიიღეს ინფორმაცია?

_ ჩვენი მიზანი არ არის ამ ხალხის მოტყუება, ჩვენი მიზანია, რომ მათ რეალური სიტუაცია ვაჩვენოთ. არ ვმალავთ, რომ პრობლემებიც არსებობს. თქვენც მოვისმინეთ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის,  ზაზა ხატიაშვილის გამოსვლას. მან ისაუბრა როგორ ეპყრობა საქართველოს ხელისუფლება ადვოკატებს. მან თქვა, რომ ადვოკატებს იბარებენ იმ საქმეებზე დასაკითხად, რომელსაც ისინი აწარმოებენ. ყველა გაოცებული დარჩა, რადგან ადვოკატის დაკითხვა მის მიერ წარმოებულ საქმეზე არ შეიძლება. ბატონმა ზაზამ ის საკითხებიც გააშუქა, რომელიც მართლა შესაცვლელია. მის კრიტიკულ გამოსვლაზე იცით რა თქვეს დარბაზში, თქვენ ხართ ის ქვეყანა, სადაც კრიტიკული განცხადებების არ ეშინიათო. ამას ვერ ახერხებენ სხვა ქვეყნებში და ესეც არის წინ გადადგმული ნაბიჯი. ფორმუმი დღეს დასრულდება.

IMG_8100

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თამჯდომარის გამოსვლას, როგორც გითხარით  „ფოსტალიონიც“ დაესწრო. ხატიაშვილმა ისაუბრა ადვოკატთა ასოციაციის მოწყობაზე, 2009 წლიდან რეჟიმის მიერ ადვოკატების დევნაზე, ევროპის ადვოკატთა ასოციაციის სახელზე 2010 -15 წლებში გაგზავნილ წერილებზე, სადაც  წერია ადვოკატების უკანონოდ დაკავებებსა და სხვა პრობლემებზე. მან ასევე აღნიშნა, რომ სააკაშვილის ხელისუფლების დროს 111 ადვოკატი იჯდა ციხეში, თუმცა ამჟამინდელი მდგომარეობაც არასახარბიელოაო. „რაც არჩილ კბილაშვილი მთავარი პროკურორი აღარ არის, სიტუაცია დრამატული გახდა. პროკურატურის სათავეში მოიყვანეს ადეიშვილის ფინანსური პოლიციის კადრები და დაიწყო კიდევაც ადვოკატების დაბარებები იმ საქმეებზე, რომელზეც მათი დაკითხვა არ შეიძლება“ _განმარტა მან. ხატიაშვილმა ისაუბრა ადვოკატების ცემის ფაქტებზეც. დაასახელა კონკრეტული ადვოკატები, რომლებზეც მოხდა ამ ფორმის ზეწოლა. მან იმ ჩინოვნიკების გვარებიც მოიხსენია, რომლებმაც ასეთი ქმედება ჩაიდინეს, მაგრამ დღემდე არ დასჯილან.

  მისი გამოსვლის დროს დარბაზში მჯდომი ადვოკატები ფეხზე ადგნენ და ტაში დაუკრეს. შემდგომ კი, ადვოკატებმა ჩვენთან საუბარში აღნიშნეს, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის გამოსვლამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. რუსმა ადვოკატმა დენის პუჩკოვმა გვითხრა, როცა ეს სიტყვა მოვისმინე,  უნებურად წამოვდექით და ტაში დავუკარითო. ბევრმა კი გულისწყვეტით განმარტა, ასეთი თავმჯდომარე ჩვენც რომ გვყავდეს, ადვოკატების უფლებები არ დაირღვეოდაო. როგორც ისინი აღნიშნავდნენ, ადვოკატებზე ზეწოლები ყოფილი საბჭოეთის სხვა ქვეყნებშიც ხორციელდება.

 

 


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...