გიორგი თევზაძე: „მარიხუანას” ლეგალიზაცია ჩვენს გენოფონდზე უარყოფითად იმოქმედებს“

 

„მარიხუანას” დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებულ კამპანიას ეხმაურება  უფლებადამცველი გიორგი თევზაძე და აღნიშნულ მოთხოვნას მოზარდი თაობისთვის საფრთხის შემცველად განიხილავს.

193507_107139349367182_5297629_o

„საზოგადოებაში მიდის აქტიური მსჯელობა და პროპაგანდა „მარიხუანას” მოხმარების ლეგალიზაციაზე. ამაზე რაიმე ფორმის მსჯელობა გაუგებარი,  რადგან  თავად ჰოლანდიაშიც მსჯელობენ მისი ლეგალური მოხმარების შეზღუდვებზე. ამ საკითხზე არსებობს არაერთი ფსიქოლოგის, ექიმის, სოციოლოგის, პედაგოგისა და დარგის ექსპერტის უარყოფითი და რაც მთავარია, არგუმენტირებული პოზიცია. ისინი სუბრობენ იმის თაობაზე, რომ „მარიხუანას” ლეგალიზაცია გამოიწვევს კონკრეტულ უარყოფით შედეგებს. ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მრავალ ნეგატიურ პროცესებთან ერთად, ეს მცენარე ხელმისაწვდომი გახდება მოზარდი ახალგაზრდობისათვის, რაც უარყოფით შედეგებს გამოიწვევს გენოფონდზე და ახალი თაობების, სტუდენტი ახალგაზრდობის ჯანსაღ განვითარებაზე. რატომღაც უცხოეთიდან ხდება ყოველივე არაჯანსაღი ექსპორტის მცდელობა მისი შესწავლისა და შესაძლო შედეგების ანალიზის გარეშე, წამბაძველობით, რომელიც სამწუხაროდ დადებით შედეგებს არ გამოიღებს მომავალი თაობისათვის. რა თქმა უნდა, არც იმ მოსაზრებას ვეთანხმებით, რომ ამ მხრივ მართლსაჯულების მხრიდან ადგილი ჰქონდეს ნულოვან ტორანტულ მიდგომებს. აუცილებელია განხორციელდეს ამ საკითხის ყოველმხრივი ექსპერტული ანალიზი და დარწმუნებული ვართ, რომ ასეთი პირობების შემდეგ,  დაუშვებლად იქნება მიჩნეული მისი დეკრიმინალიზაცია “, – ნათქვამია უფლებადამცველ გიორგი თევზაძის განცხადებაში.


loading...