პარასკევს, ირაკლი ალასანიამ გადაცემა “რეაქციაში” ბიძინა ივანიშვილთან  მის ურთიერთობებზე ისაუბრა:

-გაუგებარი იყო მისი აგრსია და უნდობლობა, რომელიც ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან წარმოიშვა ჩემს მიმართ და თავისუფალი დემოკრატების მიმართ. მიზეზი მოგვდო, რომ მისგან ფარულად ვაპირებდით საპრეზიდენტო კამპანიის ჩატარებას. რა სისულელეა, როგორ შეიძლება, ვიღაცამ ფარულად ჩაატაროს ქვეყანაში ასეთი კამპანია? ჩვენ ძალიან მძიმე საუბარი გვქონდა. გარკვეულწილად მან აღიარა, რომ გადაცდომას ჰქონდა ადგილი. ასევე მძიმე საუბარი გვქონდა, როცა ის დაუკრეფავში გადავიდა და პრესასთან ერთად დაიწყო სხვადასხვა ინსინუაციები ჩემს პირად ცხოვრებაზე.

ირაკლი ალასანიას განცხადებით ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის პრობლემაა და საქართველოს წარსულისკენ ექაჩება მისი თქმით, დღეს თუკი სააკაშვილს ვინმე ასულდგმულებს და ხდის რელევანტურს და აქტუალურს, ეს არის ბიძინა ივანიშვილი.

-სააკაშვილს თუ რამე დანაშაული აქვს ჩადენილი, კეთილი ინებოს და დაუმტკიცოს პროკურატურამ. მაგრამ ივანიშვილს  აწყობს ის, როგორც მტრის ხატი, რათა საზოგადოებას უთხრას “მე კი არ ვარ მთლად კარგი, მაგრამ უფრო ცუდი შეიძლება დაბრუნდესო” .ჩემთვის ორივე წარსულის ადამიანია. -განაცხადა ირაკლი ალასანიამ  ტელეკომპანია “იმედის” პირდაპირ ეთერში.


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...