პიოტრ პოროშენკო მიუნჰენში ემოციური სიტყვით გამოვიდა. უსაფრთხოების  კონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტმა მისი ქვეყნისთვის იარაღის მიწოდება ითხოვა, მაგრამ დაპირება ვერ მიიღო.

7 თებერვალს მიუნჰენში, კონფერენციაზე პოროშენკოს დღის მეორე ნახევარში მისცეს სიტყვა. ამ დროისთვის პუბლიკა საკმაოდ დაღლილი იყო და დარბაზი ნახევრად დაცარიელებული. პოროშენკომდე ფორუმის მონაწილეებმა ბასზე ბევრად “წონიან” ფიგურებს მოუსმინეს : ანგელა მერკელს, სერგეი ლავროვს და ჯოზეფ ბაიდენს. მათგან განსხვავებით უკრაინის პრეზიდენტს დროც ნაკლები ჰქონდა. ის მარტო არ გამოსულა, პოდიუმი ლიტვის , ბულგარეთის და ფინეთის კოლეგებთან გაინაწილა.

უკრაინის შესახებ დისკუსია დაგვიანებით დაიწყო, რადგან წინა ორატორს -ბაიდენს თითქმის ერთი საათი დასჭირდა. დროის სიმცირის გამო დარჩენილ გამომსვლელებს თხოვეს, სიტყვით გამოსვლის ნაცვლად მოკლე განცხადებებით გამოსულიყვნენ, თუმცა პოროშენკომ ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ ის მაინც გამოვიდოდა სიტყვით, მაგრამ დიდ დროს არ წაიღებდა.

მან ემოციური სიტყვა ინგლისურ ენაზე წარმოთქვა, სადაც  რუსეთი სეპარატისტების მხარდაჭერაში დაადანაშაულა და დამსწრეებს რუსული პასპორტები აჩვენა. მისი თქმით, ეს პასპორტები უკრაინის ტერიტორიაზე მებრძოლ რუსეთის მოქალაქეებს ეკუთვნით.

.

poroshenko-presents-proof-of-rus-702x432

პოროშენკო სწრაფად ლაპარაკობდა. ხან მომზადებულ ტექსტს კითხულობდა, ხან დარბაზს ნაღვლიანი თვალებით გადახედავდა ხოლმე. “კონფლიქტი არ უნდა გაიყინოს,ის უნდა მოგვარდეს”-თქვა მან.

ის , ვინც მისგან  პუტინთან შეხვედრის და მოლაპარაკების შესახებ დეტალებს ელოდა, იმედგაცრუებული დარჩა. მოლაპარაკებების შესახებ არც მის წინა გამომსვლელებს მერკელს და ლავროვს უთქვამთ რამე. ერთადერთი, ვინც ამ თემაზე DW-სთან კომენტარი გააკეთა , უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იყო. “პუტინი ძალიან ბევრს ითხოვს”-თქვა მან.

პოროშენკოს გამოსვლით თუ ვიმსჯელებთ, მისი მთავარი სურვილი იყო დასავლეთისგან იარაღის მიწოდებისთვის მიეღწია, მან ეს რამდენჯერმე გაიმეორა და მიუთითა, რომ უკრაინას ეს მხოლოდ თავდაცვისთვის სჭირდება. თუმცა როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში ამ სურვილს შესრულება არ უწერია. “მე არ მჯერა, რომ უკრაინისთვის მიწოდებული იარაღით ჩვენ რუსეთს შევაშინებთ”-განაცხადა ანგელა მერკელმა. ბაიდენიც დაახლოებით ამ პათოსით გამოვიდა, თუმცა მერკელისგან განსხვავებით არ გამორიცხა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება.

მიმომხილველთა აზრით, მიუნჰენის კონფერენციამ ტრადიციული სცენარით ჩაიარა: უკრაინაზე ილაპარაკეს ბევრი, მაგრამ მისი წარმომადგენლებიდან პოროშენკოს გარდა არავინ არ იყო.  ორგანიზატორები ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად პრემიერ-მინისტრის, იაცენიუკის ჩასვლასაც ელოდნენ, მაგრამ მის მაგივრად, მიუნჰენი უკრაინის პრეზიდენტის თანაპარტიელი, კიევის მერი და ცნობილი მოკრივე ვიტალი კლიჩკომ მოინახულა, რომელსაც დისკუსიაში მონაწილეობა არ მიუღია.

საერთოდ, რუსეთმა მიუნჰენში უკრაინაზე დიდი დელეგაცია გაგზავნა. შეიძლება ეს ფინანსურ საკითხებს უკავშირდებოდა , ან შესაძლებელია   სურვილს, ევროპის უკანასკნელად ხილვის. ეს უფრო რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, ანატოლი ანტონოვს ეხება. მედიის ინფორმაციით უახლოეს დღეებში ის შეიძლება ევროკავშირის სანქციების სიაში მოხვდეს.

.

0,,18242948_303,00

 

 

 

 


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...