ეს მართლაც, ყველაზე საშიში პროდუქტებია. მათში შემავალი მავნე ნივთიერებები სასარგებლო ნიადაგს ქმნის სიმსივნის წარმოშობისთვის. ეცადეთ, ნაკლებად, ან საერთოდ არ მიირთვათ ისინი. მოუფრთხილდით თქვენს ჯანმრთელობას.

1. პოპკორნი (ბატიბუტი). მასში შემავალი მავნე ნივთიერებები კანცეროგენულია და ხელსაყრელ ნიადაგს ქმნის სიმსივნის წარმოსაქმნელად.

loading...

1b8fb26e830f82e66a69ab029c543d61

 

2. ხილი და ბოსტნეული, რომლებიც პესტიციდების მოჭარბებულ რაოდენობას შეიცავს. ხილი და  ბოსტნეული ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის, მაგრამ ქიმიური სასუქების ჭარბი გამოყენება  , ბუნების მიერ ბოძებულ სასარგებლო თვისებებს ჯანმრთელობის ნამდვილ მტრებად  აქცევს. ეს ძირითადად ეხება ვაშლს, ფორთოხალს, მარწყვს და ყურძენს. ამიტომ, სანამ მიირთმევთ, აუცილებელია კარგად გარეცხოთ, თუმცა ეს  გარანტიას ვერ მოგცემთ, რომ ასეთ ხილში და ბოსტნეულში შემავალი ნივთიერებებისგან ბოლომდე დაცული იქნებით.

605846f1c75754f9327bfc75c78cd824

 

3. კონსერვირებული პომიდორი. ლიკოპინი, რომელსაც პომიდორი შეიცავს, ძლიერი ანტიოქსიდანტი და სასარგებლოა ორგანიზმისთვის, თუმცა მეტალის ქილებში დაკონსერვებისას ქიმიური ნივთიერებები  ანადგურებენ ლიკოპინს და  ხელს უწყობენ კიბოს უჯრედების წარმოქმნას. არ არის საჭირო უარი თქვათ პომიდორზე, მიიღეთ ის ახალი, ან ზამთრისთვის მომზადებული შეინახეთ შუშის ქილებში.

d94e0cea7ee6ff10ca7c9b76fcd73090

 

4. ძეხვეული, კონსერვირებული ხორცი. ქიმიური ნივთიერებებით დამუშავებული ხორცის პროდუქტების სისტემატური მიღება უდიდეს ზიანს აყენებს ორგანიზმს. ეს ძირითადად შებოლილ და კონსერვირებულ ხორცს ეხება, რასაც ჯანმრთელი კვების მიმდევრები ლეშს უწოდებენ. ეცადეთ, მინიმუმამდე დაიყვანოთ ამ პროდუქტების მოხმარება დღის განმავლობაში.

162ee071e9966f075b13cffe69563131

 

5. კარტოფილის ჩიპსები ძალიან კალორიულია, მათ ხშირ მოხმარებას არ გიტჩევთ, რადგან შეიძლება, წონაში ძალიან მოგამატებინოთ. მასში  დიდი რაოდენობით შემავალი  ნატრიუმის, კონსერვანტებისა და არომატიზატორების ქიმიური “თაიგული” ხელსაყრელ ნიადაგ უქმნის სიმსივნურ უჯრედებს.

da88ce955116adf7068e58aa6ea3b1ab

 

7. რაფინირებული ზეთი, რომელსაც ჩვენ ხშირად ვიყენებთ საჭმლის მომზადებისას, როგორც ცა და დედამიწა, ისე განსხვავდება თავისი ნატურალური ანალოგისგან, მცენარეული ზეთისგან. მასში დიდი რაოდენობით კონსერვანტია, ამიტომ საშიშია ჯანრთელობისთვის. ყიდვის დროს შეამოწმეთ ეტიკეტი და  შეიძინეთ მხოლოდ ნატურალური ზეთი.

b0668a23c14fcfb5047266f86bdb3ab7

 

8. დამარილებული, მარინადი და შებოლილი პროდუქტები. კვების რაციონში ხშირად მათი გამოყენება კუჭისა და კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოს იწვევს.

8eb096f5f8f5276a1812000f5c75c968

 

9. თეთრი ფქვილი. დიახ, “ფუმფულა” და ქათქათა თეთრი ფქვილი დამუშავებულია გაზისებრი ქლორის მეშვეობით. რომელიც ანადგურებს ყველა სასარგებლო ნივთიერებას ამ პროდეუქტში. თეთრი ფქვილით დამზადებული საჭმლის ხშირი გამოყენება სისხლში შაქრის დონეს მაღლა სწვს და სიმსივნის რისკი იმატებს, რადგან კიბო შაქრით “იკვებება” . პურპროდუქტები მიირთვით მსხვილად დაფქვილი ხორბლისგან დამზადებული.

b64b4931c91a3f651c3975ef7b236522

 

10.გენეტიკურად მოდიფიცირებული პროდუქტები. 1996 წელს, როცა ამერიკაში შეიტანეს გენმოდიფიცირებული პროდუქტი,სტატისტიკური მონაცემებით კიბოთი დაავადებულთა  რიცხვმა საგრძნობლად იმატა. აუტიზმი ბავშვებში, ალერგიული რეაქციები, იმუნიტეტის დაქვეითება, ეს მცირე ჩამონათვალია იმისა, რასაც ასეთი პროდუქტი იწვევს. მოერიდეთ მას მიუხედავდად სიიაფისა და ლამაზი ფორმისა.  იხილეთ

aa4b424bf17612cc6028a98dd4850f58

 

 

11.რაფინირებული შაქარი. როგორ უკვე ვთქვით, შაქარი სიმსივნისთვის გემრიელი ლუკმა და ზრდის წყაროა . ჟურნალ  Cancer Epidemiology, Biomarkers, and Prevention-ში გამოქვეყნებული კვლევიდან ჩანს, რაფინირებული ნახშირწყლების ხშირი გამოყენება 22 %-ით ზრდის ქალებში მკერდის კიბოთი დაავადების  რისკს. შეამცირეთ ტკბილეული  თქვენს რაციონში, ოღონდ არ ჩაანაცვლოთ ის ხელოვნური დამატკბობელებით.

66837cd81c122c6d638fa594e30402ba

11. ხელოვნური დამატკბობელი საშუალებებს ბევრი იყენებს იმისთვის, რომ დაიკლოს წონაში, მაგრამ მათი ხშირი მოხმარება უდიდეს ზიანს აყენებს ჯანმრთელობას. ის შენელებული მოქმედების ბომბივითაა. ასპარტამი, კალიუმის აცესულფამი, სუკრალოზა,სტევია-ეს შაქრის ხელოვნური შემცვლელებია, რომლებიც რეგულარულ ხმარებაშია და საბოლოო მათი შედეგი იფეთქებს მრავალი დაავადების სახით, რომელთაგან ერთ-ერთი ყველაზე საშიში, ტვინის სიმსივნეა. განსაკუთრებით საშიშია ფრუკტოზით მდიდარი დამატკბობლები, ვინაიდან კიბოს უჯრედები მათ ადვილად და სწრაფად ითვისებენ. პოპულარული პროდუქტები, როგორიცაა ნამცხვრები, წვენები, ფუნთუშები, ალკოჰოლიანი სასმელი მზადდება ფრუქტოზის მაღალი შემადგენლობის მქონე პროდუქტებისგან, გასაგები ხდება, რატომ იმატებს დღითი-დღე სიმსივნური დაავადებების რიცხვი.

a757d25fdcafc6ca48d98aae6701fd09

 12. ალკოჰოლის გამოყენება ერთ-ერთი მთავარია მიზეზია სიმსივნით დაავადების, სიგარეტის შემდეგ. მისი ზედმეტი მიღება დამანგრევლად მოქმედებს ორგანიმზე მაშინ, როცა პატარა დოზებით ის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოც კია. ალკოჰოლით გატაცება იწვევს გულსისხლძარღვთა დაავადებებს, ინსულტს და უეცარ სიკვდილსაც კი. ალკოჰოლი პროვოცირებას უკეთებს სწორნაწლავის, ღვიძლის და მკერდის სიმსივნის განვითარებას. არ ინერვიულოთ, სადილზე ჭიქა ღვინო არაფერს დაუშავებს თქვენს ორგანიზმს, მთავარია, ზედმეტად არ გაგიტაცოთ სასმელის მიღებამ.

alcohol drinks set isolated on a black

13. უალკოჰოლო გაზიანი სასმელები შეიცავს სოდა +მრავალი კანცეროგენი, არომატიზატორები, შაქრის შემცვლელები. სახარინი, კალიუმის აცესულფამი , რომლებიც გაზიანი ლომონათების შემადგენლობაშია,  მრავალი დაავადების გამოწვევა შეუძლიათ , მათ შორის სიმსივნის. გაზიან სასმელში შემავალი ასპარტამი ხშირად თავის ტკივილს, დაღლილობას , ტაქიკარდიას და დეპრესიას უწევენ პროვოცირებას.

3cd091daf857ed133bf39b39c74f919c

ალბათ დაგებადათ კითხვა, რა ქნათ, როცა ამდენი თქვენთვის საყვარელი პროდუქტი ასეთი მავნებელია, რა ვჭამოთ? თქვენ უკვე მიიღეთ ინფორმაცია, ახლა თვითონ იცით, რაც უნდა გააკეთოთ. რჩევა ერთია-ნუ გადააჭარბებთ, მიიღეთ  მცირე ულუფებით.


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

loading...