დღეს , ახალგაზრდულმა ორგანიზაცია “თავისუფალმა თაობამ” ვარდების რევოლუციის  11 წლისთავსთან დაკავშირებით,  ნაციონალური მოძრაობის ოფისთან აქცია გამართა. 5საათზე ორგანიზაციის  წევრები   თავისუფლების მოედანზე, ყოფილი საკრებულოს შენობის წინ შეიკრიბნენ.
10811709_375773269256438_182427449_n
6საათზე კი  2 ავტობუსით, კვერცხებით და პომიდვრებით შეიარაღებულნი  ნაციონალური მოძრაობის ოფისისკენ დაიძრნენ.
10818521_375773942589704_439153071_n
თავისუფალი თაობის წევრების თქმით ისინი პროტესტს ამ გზით გამოხატავენ, თუმცა სამართალდამცავებმა მათ ამის შესაძლებლობა არ მისცა. აქციაზე მოხდა შეხლა-შემოხლაც, სადაც “თავისუფალი თაობის” ორი წევრი , ვახო მითაიშვილი და თორნიკე შენგელია დააკვეს და  შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაიყვანეს.
10815707_375787262588372_392784602_n
მომიტინგეებმა   საპატრულო პოლიციის მანქანისთვის, რომლითაც დაკავებულები მიჰყავდათ, გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშაულება არ მისცა.
10808213_375845045915927_1720934173_n
„კვერცხების სროლის გამო ადამიანის დაჭერა ვის გაუგია. 21 საუკუნეა და ევროპაში მივილტვით, ამის გამო ევროპაში ადამიანებს არ იჭერენ არსად, მინდა იცოდეს ეს ყველამ. ამ დღეს, 10წლის წინ,  2004 წელს მათ მოკლეს ბუტა რობაქიძე და ჩვენ მათ ვესვრით პომიდორს და კვერცხებს, დღეს ბუტა რობაქიძის მკვლელები დაკავებულები და დასჯილები არ არიან“-გვითხრა თავისუფალი თაობის ლიდერმა , ლადო სადღობელაშვილმა.
10819084_375844939249271_452295313_n
„ნაციონალური მოძრაობა სააბოოლოდ დასამარდა 15 ნოემბერს, 7  ათას კაციანი სექტა.  ჩვენ გვინდოდა, სიმბოლურად, დამჭკნარი ვარდებით მიგვესამძიმრებინა  მათთვის  პოლიტიკური სამარისკენ სვლა და ქართველი ხალხის სახელით დავაფიქსირეთ ჩვენი აზრი, 23 ნოემბერი არის რევოლუციის 11 წლისთავი და ჩვენ, გოგოები მშვიდობიანად ვაპირებდით შენობაში შესვლას და დამჭკნარი ვარდების გადაცემას“-განაცხადა „თავისუფალი თაობის“ ერთ-ერთმა აქტივისტმა გოგონამ„ფოსტალიონთან“ საუბრისას.
10811820_375845019249263_424341376_n
 გვითხრეს, რომ  დღევანდელი დღის გასაპროტესტებლად ახალგაზრდები  სპეციალურად რეგიონებიდანაც იყვნენ ჩამოსულები.
10379404_375844882582610_2043316931_n
„ვახუნა მითაიშვილი ჩვენი თანამოაზრეა, რომელიც ბათუმიდან იყო ჩამოსული სტუმრად და წამოგვყვა აქციაზე . ჩემი აზრით მისი დაჭერა ადამიანის აზრის უფლების ჩახშობაა, ჩვენ არანაირი სამართალდაღვევა არ ჩაგვიდენია“- განაცხადა თავისუფალი თაობის აქტივისტმა.
10818533_375845162582582_1410708371_n
„ ჩვენ ვაპირებთ გავიდეთ რეგიონებში და იქაც დავაარსოთ ჩვენი ორგანიზაცია „თავისუფალი თაობა“ . ვაპირებთ, ჩვენმა მოძრაობამ  მთელი საქართველო მოიცვას.“-ამბობს თავისუფალი თაობის პრესასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნათია სადღობელაშვილი.
10816246_375787109255054_772273380_n
ვახო კვარაცხელია

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

loading...